ჩემპიონთა ლიგაზე გოლების მხრივ კეინს მხოლოდ ერთი ინგლისელი უსწრებს
"ბაიერნის" თავდამსხმელი ჰარი კეინი უახლოეს მომავალში შესაძლოა ინგლისელებს შორის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდეს.
30 წლის ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში "ლაციოსთან" დუბლი შეასრულა და მთელი კარიერის განმავლობაში ტურნირზე 27 გოლიან ნიშნულს მიაღწია.
Opta-ს ცნობით, უეინ რუნი ერთადერთი ინგლისელი ფეხბურთელია, რომელიც კეინს უსწრებს ყველაზე პრესტიჟულ ევროთასებზე გოლებით. მანჩესტერ "იუნაიტედის" ყოფილ თავდამსხმელის აქტივში 30 გოლია.