რაულმა შესაძლოა ლევერკუზენის ბაიერს უხელმძღვანელოს

ლევერკუზენის "ბაიერი" ჩაბი ალონსოს შესაძლო წასვლის შემთხვევაში ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს.
გერმანული Bild-ის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალისა" ყოფილი ფორვარდის რაულ გონსალესის კანდიდატურას განიხილავს, რომელიც ამჟამად მადრიდის რეალ კასტილას წვრთნის.
აღსანიშნავია, რომ ალონსოს შემცვლელი კანდიდატების სიაში რაული პირველ ადგილზეა.