ნოიერმა ჩემპიონთა ლიგაზე კასილიასის რეკორდი გაიმეორა

"ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი ჩემპიონთა ლიგაზე მშრალად შენახული კარის მიხედვით თანალიდერი გახდა.
მიუნხენელმა კაპიტანმა გუნდის კარი "ლაციოსთან" მერვედფინალური ეტაპის განმეორებით მატჩში მშრალად შეინახა.
Opta-ს ცნობით, ეს გერმანელი მეკარისთვის 57-ე მშრალი მატჩია ჩემპიონთა ლიგაში - იმეორებს ტურნირის რეკორდს, რომელიც დღემდე მხოლოდ მადრიდის "რეალის" ყოფილ მეკარეს იკერ კასილასს ეკუთვნოდა.