ავტორიზაცია

რა შემთხვევაში გავა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფიდან?

რა შემთხვევაში გავა საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ჯგუფიდან?
თარიღი 25 Jun 2023, 00:16
ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები წარამტებულ ასპარეზობას განაგრძობს.

რამაზ სვანაძის გუნდმა პირველ ტურში პორგტუგალიას 2:0 მოუგო, მეორე ტურში კი ბელგიასთან ფრე ითამაშა და 4 ქულით ჯგუფის ლიდერია.

ბოლო ტურის მატჩს 27 ივნისს, ნიდერლანდების წინააღმდეგ გავმართავთ და ფრეც საკმარისი იქნება ჯგუფიდან გასასვლელად, მოგებაზე ლაპარაკი ზედმეტია.

იმედია ასე არ მოხდება, მაგრამ თუ თამაში დავთმეთ და პარალელურად ბელგია პორტუგალიის მატჩი ფრედ დასრულდა, ჯგუფიდან მაინც გავალთ.

თუ ნიდერლანდებმა მოგვიგო და ბელგიამ პორტუგალია დაამარცხა, სამწუხაროდ ჯგუფში ჩავრჩებით.

ხოლო თუ ნიდერლანდებმა მოგვიგო და პორტუგალიამ ბელგია დაამარცხა, ჩვენსა და პორტუგალიას შორის ყველაფერს ურთიერთშეხვედრები გადაწყვეტს, შესაბამისად შემდეგ ეტაპზე საქართველოს ნაკრები გავა.

TOP.GE