რა თქმა უნდა, ლიდერი პოჩეტინოა — ლიგა 1-ის 5 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი
მაურისიო პოჩეტინო საფრანგეთის ჩემპიონატში ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპეციალისტია, იტყობინება L’Equipe.
გავლენიანი ფრანგული გამოცემის თანახმად, "პსჟ"-ს მთავარი მწვრთნელი თვეში 1,1 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
რეიტინგში მეორე-მესამე ადგილებს ხორხე სამპაოლი ("მარსელი") და კრისტოფ გალტიე ("ნიცა") იყოფენ - ორივე მათგანი თვეში 330 ათასს იღებს.
მე-4 პოზიციაზე "ლიონის" დამრიგებელი, პეტერ ბოშია (250 ათასი თვეში), ხოლო მეხუთეზე "მონაკოს" თავკაცი, ფილიპ კლემანი (150 ათასი).
მოგეხსენებათ, აქამდე, ლიგა 1-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიაც გამოქვეყნდა და TOP 20-ში "პსჟ"-ს 18 მოთამაშეა.