"რაღაც უნდა შეიცვალოს, ასეთ პირობებში უმაღლეს დონეზე თამაში შეუძლებელია", - ბეილი აღშფოთებას ვერ მალავს
უელსის ეროვნული ნაკრების გარემარბმა, გარეტ ბეილმა ფეხბურთის ხელმძღვანელობას მოუწოდა, მოთამაშეთა კეთილდღეობა ფულზე მაღლა დააყენოს.
32 წლის სუპერვარსკვლავი გადატვირთული კალენდრის გამო უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს.
"ფეხბურთელებზე უნდა იზრუნონ. არ არსებობს პროდუქტი მოთამაშეების გარეშე. გრძელვადიან პერსპექტივაში ამას შედეგები მოჰყვება. ადამიანის სხეული ყოველწლიურად ასეთ კალენდარს ვერ გაუმკლავდება".
"რაღაც უნდა შეიცვალოს, ფეხბურთის ხელმძღვანელობამ რაღაც უნდა მოიმოქმედოს, თუმცა, სამწუხაროდ, საქმე ფულს ეხება. ეს ბიზნესია, მაგრამ მოთამაშეთა კეთილდღეობისთვის, ფულმა მეორე პლანზე უნდა გადაიწიოს".
"როგორც რამდენიმე დღის წინ მითხრეს, მხოლოდ სამკვირიანი შესვენების შემდეგ, დე ბრუინმა მომავალ სეზონში შეიძლება 79 მატჩში ითამაშოს. ეს ძალიან ბევრია, ცხადია, რაღაც შესაცვლელია, ნებისმიერი ფეხბურთელი გეტყვით, რომ ზედმეტად ბევრი შეხვედრა ჩატრდება. ასეთ პირობებში უმაღლეს დონეზე ასპარეზობა შეუძლებელია", - ციტირებს ბეილის სიტყვებს BBC Sport-ი.