"ნამდვილად არ ვითამაშებ", - ბეილმა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია პირადად უარყო
გარეტ ბეილმა დაუყონებლივ უარყო ჭორები იმის თაობაზე, რომ კარიერა შესაძლოა „ხეტაფეში“ გააგრძელოს.
რამდენიმე დღის წინ მადრიდული გუნდის პრეზიდენტმა, ანხელ ტორესმა განაცხადა, რომ სულ ახლახანს ბეილის აგენტს ელაპარაკა, რომელმაც მას ფეხბურთელის დამატება შესთავაზა და ისინი ამ ვარიანტს განიხილავენ.
თუმცა, ეს ინფო ჯერ აგენტმა უარყო და აგანაცხადა, რომ „ხეტაფეს“ პრეზიდენტის ნომერიც კი არ აქვს, ახლა კი იგივე თავად ბეილმა გააკეთა:
„ხეტაფეში ნამდვილად არ ვითამაშებ.“ - აღნიშნა 32 წლის ფეხბურთელმა.
შეგახსენებთ, რომ უელსელმა „რეალი“ სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.