რამაზ სვანაძე: ეს შედეგი ერთიანობამ და პატრიოტიზმმა მოიტანა
ორმატჩიან ბრძოლაში ხორვატიის დამარცხებისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვების შემდეგ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ მედიასთან ისაუბრა.
"ვიბრძოლეთ და მაქსიმუმი გავიღეთ. როცა ხორვატიის ნაკრები დაწინაურდა, მეტოქეს შესაბამისი რეაგირება შევთავაზეთ.
პატივისცემა ჩვენს მეტოქეს, რომელიც შესანიშნავი გუნდია, თუმცა მიმაჩნია, რომ ამ 2 მატჩის გათვალისწინებით, ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჩვენ დავიმსახურეთ.
მთელი შესარჩევი ეტაპის განმავლობაში, ჩემი ფეხბურთელების იმედი მქონდა, რადამ ისინი ძალიან ნიჭიერები და არავისზე ნაკლებნი არ არიან. ეს შედეგი ერთიანობამ და პატრიოტიზმმა მოიტანა, რომელიც ჩვენში ასე ჭარბობს.
ახალგაზრდიული ნაკრების სპეციფიკა ესაა - თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით. წინ ევროპის ჩემპიონატი გველის. ყველას გილოცავთ! ახლა ძალიან ბედნიერი ვარ," - განაცხადა სვანაძემ.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია