რამდენად რეალურია ბარსელონას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ხავის დანიშვნა?
"ალ სადის" მთავარი მწვრთნელის, ხავი ერნანდესის კონტრაქტში არ დევს პუნქტი, რომლის თანახმადაც თავისუფლად შეუძლია "ბარსელონაში" წასვლა.
გასულ ზაფხულს 41 წლის ესპანელმა სპეციალისტმა ყატარულ კლუბთან ხელშეკრულება 2023 წლამდე გაახანგრძლივა.
"ბარსას" ექს-კაპიტანს წინა კონტრაქტის მიხედვით თანამშრომლობის გაწყვეტა შეეძლო, თუ კატალონიური გრანდისგან წინადადებას მიიღებდა.
მოქმედ ხელშეკრულებაში კი აღნიშნული ოფცია გათვალისწინებული არ არის, რაც "ალ სადის" ხელმძღვანელობის სურვილი გახლდათ. თუმცა, შეთანხმებაში დევს გამოსასყიდი თანხის პუნქტი.
ასე და ამგვარად, "ბარსელონას" "ალ სადთან" მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს, თუ კლუბი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან რონალდ კუმანის გაშვებას და ხავის დანიშვნას მოინდომებს.