ავტორიზაცია

"რამდენი მომენტიც შევქმენით, იმდენი გოლი გავიტანეთ" | გურამ კაშია

"რამდენი მომენტიც შევქმენით, იმდენი გოლი გავიტანეთ" | გურამ კაშია
თარიღი 23 Mar 2025, 21:12
სომხეთთან მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა.

"პირველ ტაიმში ძალიან მაღალი ხარისხის ფეხბურთი ვითამაშეთ, განსაკუთრებით, წინა ხაზში - რამდენი მომენტიც შევქმენით, იმდენი გოლი გავიტანეთ. ალბათ, ეს ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი იყო, რაც ნაკრებს უთამაშია.

ძალიან მაღალი დონის მატჩი ჩავატარეთ. არ ვიცი, ჩვენ ვითამაშეთ მაგრად თუ მოწინააღმდეგემ - სუსტად. ვფიქრობ, ისეთი სიამოვნება ჯერ არ მიმიღია, როგორიც დღეს, პირველ ნახევარში.

საბა გოგლიჩიძე უნიჭიერესი ფეხბურთელია. ის გუნდისთვის დიდი დანამატია. სწრაფია, ფიზიკურად ძალიან ძლიერია, ახალგაზრდაა - საქართველოს ნაკრებმა ძალიან მაგარი ცენტრალური მცველი შეიძინა. საბასთან თამაშით დიდი სიამოვნება მივიღე. იგი ეროვნულ გუნდში ბევრი წელი იქნება.

თუ ნაკრებს დავჭირდები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზეც ნაკრებთან ერთად ვიქნები. წასვლის გადაწყვეტილება არ მიმიღია - არ ვიცი, ამაზე რატომ ლაპარაკობენ. თუ ნაკრებს დავჭირდები, აქ ვიქნები; თუ კაპიტნად დავჭირდები, მაშინაც აქ ვიქნები... საკუთარ თავზე ბევრის თქმა არ მსურს," გურამ კაშია.