ავტორიზაცია

რამდენს გამოიმუშავებს ფლიკი ბარსელონაში დანიშვნის შემთხვევაში?

რამდენს გამოიმუშავებს ფლიკი ბარსელონაში დანიშვნის შემთხვევაში?
თარიღი 25 მაი 2024, 12:15
მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი კატალონიურ "ბარსელონაში" დანიშვნასთან ახლოსაა. 

მხარეები შრომითი ხელშეკრულების 2026 წლის ზაფხულამდე გაფორმებაზე შეთანხმდნენ. 

Diario Sport-ი გარიგების ფინანსური დეტალებზე წერს. გერმანელი მწვრთნელი დათანხმდა ხელფასს, რომელიც 30 პროცენტით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე გუნდის ყოფილი მწვრთნელი ჩავი მომავალ სეზონში მიიღებდა. 

ფლიკი თანაუგრძნობს "ბლაუგრანას" ფინანსური სირთულეების გამო და მზად არის დათმობაზე წავიდეს.