რანი ხედირა: "რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია, კვარადონას შემთხვევით არ ეძახიან"
ხვალ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "უნიონ ბერლინი“ საკუთარ მოედანზე "ნაპოლის" დაუპირისპირდება.
"რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია, კვარადონას შემთხვევით არ ეძახიან. ოსიმენთანაც მშვენიერ ტანდემს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი ხვალ ვერ ითამაშებს, ნეაპოლელთა შეტევა ძნელად მოსაგერიებელი იქნება.
კვარაცხელიამ წინა სეზონში იტალიის ჩემპიონობაში გადამწყვეტი წვლილიც შეიტანა და რასაკვირველია, ჩემთვის მისი შეჩერება რთული იქნება.
ვერმანული კლუბის ფეხბურთელმა რანი ხედირამ "ნაპოლისთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშზე ჰკითხეს.
"რა თქმა უნდა, ძალიან კარგი ფეხბურთელია, კვარადონას შემთხვევით არ ეძახიან. ოსიმენთანაც მშვენიერ ტანდემს ქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ოსიმენი ხვალ ვერ ითამაშებს, ნეაპოლელთა შეტევა ძნელად მოსაგერიებელი იქნება.
კვარაცხელიამ წინა სეზონში იტალიის ჩემპიონობაში გადამწყვეტი წვლილიც შეიტანა და რასაკვირველია, ჩემთვის მისი შეჩერება რთული იქნება.
გუნდურად უნდა დავიცვათ თავი, მეტოქეს ნაკლები სივრცე დავუტოვოთ და როცა იძულებული ვიქნებით, ორმაგი მეურვეობით ვითამაშოთ. “, - თქვა ხედირამ.