ავტორიზაცია

რატომ შეცვალა დეშამმა დემბელე უნგრეთთან მატჩში მოედანზე შესვლიდან 30 წუთში?

რატომ შეცვალა დეშამმა დემბელე უნგრეთთან მატჩში მოედანზე შესვლიდან 30 წუთში?
თარიღი 20 ივნ 2021, 19:05

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა განმარტა, თუ რატომ გადაწყვიტა უნგრეთთან (1:1) გამართულ მატჩში თავდამსხმელ უსმან დემბელეს შეცვლა მოედანზე შესვლიდან ნახევარი საათის შემდეგ.

"უსმანს მუხლში ჩაარტყეს. ექიმების შემოწმება სჭირდება. დემბელე მატჩის გაგრძელებას ცდილობდა, ჩაწოდებისას დისკომფორტი იგრძნო".

"მისი შეცვლა გადავწყვიტე. მეთვალყურეობა აუცილებლად სჭირდება", - ციტირებს დეშამის სიტყვებს Goal.

დემბელე მოედანზე 57-ე წუთზე გამოჩნდა, მან ადრიენ რაბიო შეცვალა. 87-ე წუთზე, დეშამმა 24 წლის ფორვარდის ნაცვლად მინდორზე ტომას ლემარი შეუშვა.

ევრო 2020-ის F ჯგუფში საფრანგეთი 4 ქულით პირველ ადგილს იკავებს. მესამე ტურში ფრანგები პორტუგალიას დაუპირისპირდებიან. მატჩი 23 ივნისს გაიმართება და სტარტს თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს.