რაულმა შესაძლოა გერმანული კლუბი ჩაიბაროს

ესპანეთის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" ყოფილმა ფეხბურთელმა რაულ გონსალესმა შესაძლოა გერმანული კლუბი ჩაიბაროს. ამის შესახებ Bild-ი იუწყება.
წყაროს ცნობით, ესპანელი სპეციალისტის მომსახურებით გელზენკირხენის "შალკე"
ინტერესდება.
47 წლის მწვრთნელი ამ თანამდებობის მთავარ პრეტენდენტად ითვლება.
რაული ამჟამად მადრიდის "რეალის" მეორე გუნდს ხელმძღვანელობს.