რეალ სოსიედადის სატრანსფერო სამიზნე პორტუგალიელი თავდამსხმელია
გერმანული "ლაიფციგის" ფორვარდს ანდრე სილვას აქვს შესაძლებლობა, კარიერის ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინსაიდერმა ფაბრიციო რომანომ განაცხადა.
ჟურნალისტის ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელის მომსახურებით "რეალ სოსიედადი" არის დაინტერესებული.
ჟურნალისტის ინფორმაციით, პორტუგალიელი თავდამსხმელის მომსახურებით "რეალ სოსიედადი" არის დაინტერესებული.
მხარეები ტრანსფერზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ. თავად სილვა არ არის წინააღმდეგი კარიერის ესპანეთში გააგრძელოს.
ანდრემ ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.
ანდრემ ბუნდესლიგაში გასულ სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, ოთხი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა.