ავტორიზაცია

რეალის საკლუბო ტელევიზიამ მადრიდული დერბის არბიტრის 3 გადაწყვეტილება გააკრიტიკა

რეალის საკლუბო ტელევიზიამ მადრიდული დერბის არბიტრის 3 გადაწყვეტილება გააკრიტიკა
თარიღი 26 Sep 2023, 10:28
„რეალის" საკლუბო ტელევიზიაში „ატლეტიკოსთან" მადრიდულ დერბიში მსაჯის მუშაობით უკმაყოფილოები დარჩნენ.

ლა ლიგის მე-6 ტურში „რეალმა" სეზონის პირველი მარცხი „ვანდა მეტროპოლიტანოზე" განიცადა - 1:3. 

მატჩის შემდეგ, „მადრიდის" საკლუბო ტელევიზიაში არბიტრის, ხავიერ არბეროლა როხასის სამი გადაწყვეტილებით დარჩნენ უკმაყოფილონი, რომელიც, ცნობისთვის, მადრიდულ დერბიზე კარიერაში პირველად მუშაობდა.

1. მათი აზრით, ატლეტიკოს პირველ გოლამდე ჯუდ ბელინგემზე ჯარიმა უნდა დანიშნულიყო.

2. „რეალის" მეორე გოლი, რომელიც რუდიგერის პასიური თამაშგარის გამო გაუქმდა, უნდა ჩათვლილიყო, რადგან საკლუბო ტელევიზიის თანამშრომლების აზრით, გერმანელი ეპიზოდზე არანაირ გავლენას არ ახდენდა.

3. ხოსე მარია ხიმენესის უხეში ვარდნა, რომლის გამოც მას წითელი ბარათი ეკუთვნოდა და მარიო ერმოსოს ხელით თამაში საჯარიმოში, რომლის გამოც პენალტი უნდა დანიშნულიყო.