რეალისა და ატლეტიკოს ყოფილი მეკარე: "საზოგადოებას ფეხბურთელებზე უსამართლო წარმოდგენა აქვს"
"რეალისა" და "ატლეტიკოს" ყოფილმა, ამჟამად კი ლისაბონის "სპორტინგის" მეკარემ, ანტონიო ადანმა ისაუბრა საზოგადოების აღქმაზე, რომ ფეხბურთელთა ცხოვრება იდეალურია.
"ყოველდღე ამასთან გიწევს გამკლავება. საზოგადოებაში ასეთი წარმოდგენა არსებობს და ეს არასამართლიანია", - ციტირებს ესპანელის სიტყვებს Record-ი.
"კარგი მხოლოდ მათთვისაა, ვინც იმარჯვებს ან წარმატებას აღწევს, ვისაც სოცქსელებში ბევრი გამომწერი ჰყავს, ვინც ბევრ ფულს გამოიმუშავებს".
"საზოგადოებამდე დამახინჯებული გზავნილი აღწევს. ყველა ვერ ხდება თავის საქმეში საუკეთესო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არასწორ გზას ადგანან. უბრალოდ არ იყავი ისეთი წარმატებული, როგორიც სხვები".
"კლუბი და გულშემატკივრები ფეხბურთელებისგან თითოეულ მატჩში გამარჯვებას ითხოვენ. ასეთია ფეხბურთი", - დასძინა ადანმა.
შეგახსენებთ, 34 წლის კიპერი "რეალის" აღზრდილია და "სამეფო კლბის" პირველი გუნდის ღირსებას 2010 წლიდან 2013 წლამდე იცავდა, 2018 წლიდან 2020 წლამდე კი "ატლეტიკოში" თამაშობდა.