რეალს ხავი სიმონსის ხელში ჩაგდება უნდოდა — გაირკვა მიზეზი, რის გამოც ჰოლანდიელმა მადრიდს პსვ ამჯობინა
"რეალს" ამ ზაფხულს "პსჟ"-დან თავისუფალი აგენტის სტატუსით წასული ნახევარმცველის, ხავი სიმონსის ხელში ჩაგდება უნდოდა.
როგორც გავლენიანი გამოცემა Marca წერს, მადრიდულმა გრანდმა საფრანგეთის ჩემპიონს, რომელიც "ბარსელონას" აკადემიის აღზრდილია, წინადადებით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, 19 წლის ჰოლანდიელი არ იყო დარწმუნებული იმაში, რომ "სამეფო კლუბის" სასტარტო შემადგენლობაში ხშირად მოხვდებოდა - სწორედ ამ მიზეზით დატოვა მან პარიზული კლუბიც.
შეგახსენებთ, სიმონსი "პსჟ"-სთან მოქმედი კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას "პსვ"-ში გააგრძელებს.
ახალგაზრდა შემტევმა ნახევარმცველმა ეინდჰოვენელებთან 2027 წლის ზაფხულამდე გათვლილი კონტრაქტი გააფორმა. როგორც აღინიშნება, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში "პარი სენ ჟერმენს" მისი უკან შესყიდვის უფლება ექნება.