ავტორიზაცია

რეალში ფერლან მენდის ხშირი ტრავმიანობა აწუხებთ და მისი პოტენციური შემცვლელი შეარჩიეს

რეალში ფერლან მენდის ხშირი ტრავმიანობა აწუხებთ და მისი პოტენციური შემცვლელი შეარჩიეს
თარიღი 03 Feb 2022, 20:52

"რაიო ვალეკანოს" მარცხენა მცველმა, ფრან გარსიამ შესაძლოა სამუშაო ადგილი შეიცვალოს, იტყობინება გავლენიანი ესპანური გამოცემა AS-ის ჟურნალისტი, სერხიო სანტოსი.

როგორც აღინიშნება, "რეალში" იმედგაცრუებულები არიან იმით, რომ გუნდის უკანახაზელი, ფერლან მენდი ხშირად ტრავმიანობს და ეძებენ ფეხბურთელს, რომელიც მას სრულფასოვნად შეცვლის.

ამ პოზიციის გაძლიერების ყველაზე სავარაუდო ვარიანტად ფრან გარსია სახელდება, რადგან იგი სწორედ "სამეფო კლუბის" აღზრდილია და მისი სატრანსფერო უფლებებსი 50%-ს ფლობს.

მიმდინარე სეზონში 22 წლის ფეხბურთელმა ესპანეთის ჩემპიონატის 21 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

გარდა ამისა, არსებული ინფორმაციით, "რეალმა" შესაძლოა მიგელ გუტიერესი გაანათხოვროს, რომელმაც ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში "ბლანკოსის" მაისურით 3-ჯერ ითამაშა.