რიბერი საუკეთესო თავდამსხმელის შესახებ: "ამჟამად ჩემთვის ნომერ პირველია"

"ბაიერნის" ყოფილმა, ამჟამად კი "სალერნიტანას" თავდამსხმელმა, ფრანკ რიბერიმ განაცხადა, რომ ბოლო ორი "ოქროს ბურთი" მიუნხენელთა ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის უნდა მოეგო.
"ამჟამად ლევანდოვსკი ჩემთვის ნომერ პირველი თავდამსხმელია, ბოლო ორი-სამი წლის მანძილზე ყველაზე ძლიერია".
"ბევრს მუშაობს და გუნდის დახმარება უყვარს. ეს გამოარჩევს ჩემპიონებს: ჰეთ თრიქიც რომ შეასრულოს, უკვე მომდევნო მატჩზე ფიქრობს".
"ჩემი აზრით, მან დაიმსახურა "ოქროს ბურთი" შარშანაც და იმის წინაც", - თქვა ვეტერანმა ფრანგმა Sky Sport Italia-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, რიბერი და ლევანდოვსკი ერთად "ბაიერნში" 2014 წლიდან 2019 წლამდე ასპარეზობდნენ.