რიკი პუჩი: "ხავიმ მითხრა, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებს და კლუბში ვარჯიშის უფლებასაც არ მაძლევდა"

რიკი პუჩმა, რომელიც ამჟამად MLS-ში აგორებს ბურთს, „ბარსელონაში“ ცუდი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.
ესპანელი ნახევარმცველი „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ 2022 წლის ზაფხულს გადავიდა.
„სეზონის დაწყებამდე ხავიმ პირადად მითხრა, რომ ჩემზე იმედებს არ ამყარებს. შეიძლება, ლაპორტა სხვანაირად თვლიდა, ის ამბობდა, რომ მე მომავლის ფეხბურთელი ვარ და უნდა, რომ დავრჩე, მაგრამ მე არ მინდოდა დარჩენა კლუბში, რომლის მწვრთნელსაც არ ვუნდოდი.
ვარჯიშებზე კარგი დამოკიდებულება არ მიმიღია, ეს სიმართლეა. რამდენიმე კვირა ხავი ვარჯიშის საშუალებასაც არ მაძლევდა, არადა ამის უფლება არ ჰქონდა იქამდე, სანამ კონტრაქტი მქონდა გაფორმებული. ეს ყველაზე მეტად მაღელვებდა. მაშინ, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე და გამოსავალი ვიპოვე.
არ გიკვირთ, ასე რომ მოიქცა? თქვენ ხომ ლა მასიას აღზრდილი ხართ, ისევე როგორც ის თვითონ.
მიკვირს. ასევე იმიტომ მიკვირს, რომ ხავი ორჯერ ჩემ მშობლებს ყატარში ეპატიჟებოდა, სადაც ის თავად მუშაობდა მწვრთნელად. მას ჩემ მშობლებთან საუცხოო ურთიერთობა ჰქონდა.
ყველაზე მეტად გული იმან დამწყვიტა, რომ მეგონა, ხავის ოჯახთან ახლოს ვიყავი. მაგრამ, მასთან წარმატებას ვერ მივაღწიე და ასეთებიც ხდება ხოლმე. მაღელვებდა, რომ წინასასეზონო მზადება დაწყებული იყო, მე კი პირველივე კვირიდან არ მავარჯიშებდნენ.“, - აღნიშნა პუჩმა.