ავტორიზაცია

რობერტო კარლოსი: "კარიერის განმავლობაში ჩემს გადმობირებას პრემიერ ლიგის 3 გუნდი ცდილობდა"

რობერტო კარლოსი: "კარიერის განმავლობაში ჩემს გადმობირებას პრემიერ ლიგის 3 გუნდი ცდილობდა"
თარიღი 10 Jan 2022, 23:33

48 წლის რობერტო კარლოსი - ერთ-ერთი საუკეთესო მარცხენა მცველი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც ბრაზილიის ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ითამაშა და 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.

კარლოსმა ასევე ითამაშა 527 მატჩი მადრიდის "რეალში" და სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მაგრამ საჯარიმო დარტყმის მეფეს ბევრი შეთავაზება ჰქონდა ინგლისიდან თავისი ბრწყინვალე კარიერის განმავლობაში.

მან თითქმის გააფორმა კონტრაქტი "ასტონ ვილასთან", "ბირმინგემ სიტისთან" და "ჩელსისთან". "ყველაფერი რაც მე უნდა გამეკეთებინა იყო კონტრაქტის გაფორმება!" - განუცხადა კარლოსმა SPORTbible-ს.

"ეს იყო ერთადერთი, რაც არ გამიკეთებია, მაგრამ ძალიან ახლოს ვიყავი. ასტონ ვილა 1993 წელს, ბირმინგემ სიტი 1994 წელს და ჩელსი 2007 წელს. მე მინდოდა ინგლისში თამაში, მაგრამ არაფერს ვნანობ.

მე ვთამაშობდი მადრიდის რეალში, მსოფლიოს საუკეთესო კლუბში. პრემიერ ლიგაში ახლა ვერ ვითამაშებ, მაგრამ თითქმის ყოველ მატჩს ტელევიზორში მაინც ვუყურებ", - განაცხადა კარლოსმა. ბრაზილიელს ბევრჯერ უთამაშია ინგლისში, ბოლოს ყოველწლიურ Soccer Aid საქველმოქმედო მატჩზე Etihad Stadium-ზე.