როცა მეტოქე თავის შვილთან ერთად ფოტოს გადაღებას გთხოვს — ეპიზოდი მესის სადებიუტო მატჩიდან
საფრანგეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის ეგიდით, "რეიმსთან" (2:0) გამართულ მატჩში "პსჟ"-ს მაისურით დებიუტის შემდეგ, პარიზელთა თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ მეტოქეთა გოლკიპერის, პრედრაგ რაიკოვიჩის შვილთან ერთად ფოტო გადაიღო.
არგენტინელ სუპერვარსკვლავს ეს თავად რაიკოვიჩმა სთხოვა. ფოტო სოციალურ ქსელში უმალვე გავრცელდა.
აგრეთვე, მესის "რეიმსის" სხვა ფეხბურთელებმაც სთხოვეს ფოტოს ერთად გადაღება.
მოგეხსენებათ, 34 წლის არგენტინელი მინდორზე 66-ე წუთზე მოგვევლინა, ლეომ ნეიმარი შეცვალა. ამ შეხვედრაში ორივე გოლი კილიან მბაპემ გაიტანა.