ავტორიზაცია

როდის დაადასტურებს რეალი მბაპეს ტრანსფერს? - სავარაუდო თარიღი ცნობილია

როდის დაადასტურებს რეალი მბაპეს ტრანსფერს? - სავარაუდო თარიღი ცნობილია
თარიღი 13 მაი 2024, 10:42
მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, კილიან მბაპე პსჟ-ს ოფიციალურად დატოვებს - ინფორმაცია თავად ფეხბურთელმა გაავრცელა.

25 წლის ფრანგმა შემტევმა მადრიდის რეალთან კონტრაქტი უკვე გააფორმა და მომდევნო სეზონში სამეფო კლუბის მაისურით იასპარეზებს.

ფაბრიციო რომანოს ცნობით, რეალი მბაპეს ტრანსფერს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ რამდენიმე დღეში ოფიციალურად დაადასტურებს.