"როგორ ჩაიშალა ჩემი ტრანსფერი უნიონ ბერლინში?", - ისკოს საინტერესო აღიარება და 3-ჯერ გადაკეთებული კონტრაქტი
„რეალის“ და „სევილიას“ ექს-ფეხბურთელმა, ისკო ალარკონმა, გაიხსენა, როგორ ჩაიშალა გასულ ზამთარს მისი ტრანსფერი „უნიონ ბერლინში“.
„ხორხე მენდესმა დამირეკა და მითხრა, რომ „უნიონ ბერლინმა“ კარგი კონტრაქტი შესთავაზა წლის ბოლომდე და 1+1 სისტემით. ვუპასუხე, რომ 5 წუთში გადავურეკავდი და ფიქრი დავიწყე. ისინი ბუნდესლიგაში კარგად თამაშობდნენ, ევროპა ლიგაზე გამოდიოდნენ, კონტრაქტიც კარგი იყო, პროექტიც, ასე რომ დავთანხმდი.
ხელშეკრულება გადმომიგზავნეს, რომელიც მე ჩემს იურისტს გადავუმისამართე. ყველაფერი რიგზე იყო, ჩავბარგდი და ბერლინში გავფრინდი. ჩამოვედი, სადაც კლუბის ადამიანი დამხვდა. სურათები გადავიღე, ყველაფერი როგორც წესი იყო. მეორე დღისთვის სამედიცინო შემოწმება დაიგეგმა.
დილით, საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე, მეუბნებიან: „ევროპა ლიგაზე ვერ გათამაშებთ“, რაზეც ვუპასუხე: „ამას ახლა მეუბნებით?“, მითხრეს, რომ ბოლო წამამდე ცდილობდნენ გამოსავლის პოვნას, მაგრამ ვერ შეძლეს. რა გაეწყობოდა, გავიარე სამედიცინო შემოწმება, რაც ბევრს არ სჯეროდა, რაც აბსურდია, რადგან ჩემი „სევილიელი“ ექიმებიც დაადასტურებენ, რომ კარიერის ერთ-ერთ საუკეთესო ფორმაში ვიყავი.
შემდეგ, როცა კონტრაქტზე ხელი უნდა მოგვეწერა: „იცი, მთლიანობაში ფული ამდენი არ არის, უფრო ნაკლებია.“ ამის მიუხედავად, მეორედ დავთანხმდი პირობებს, რომელიც პირველ გამოგზავნილ კონტრაქტს არ ემთხვეოდა და რის გამოც გერმანიაში ჩავფრინდი.
თუმცა, 10 წუთში მირეკავენ და მეუბნებიან, რომ მომავალ სეზონში უფრო ნაკლები თანხა მეკუთვნის და კონტრაქტი უნდა გადაიხედოს.
დიდი ენთუზიაზმით და სიხარულით გავემგზავრე გერმანიაში, ევროპა ლიგის გუნდში სათამაშოდ და ზუსტად 15 წუთში, მათ ნახევარი ჩემი კონტრაქტი შეცვალეს. ხელშეკრულება გადახედილიც იყო და შეთანხმებულიც, ორივე მხრიდან, ამიტომ მათი ქმედება უპატივცემლობა იყო.
18 წლის არ ვარ, ეს არც ჩემი პირველი კონტრაქტია, ასე რომ ამ ყველაფერზე დათანხმება აღარ მოვინდომე. თუ ეს ყველაფერი გერმანიაში ყოფნიდან 12 საათში მოხდა, წარმოდგენაც არ მინდა, ერთ წელში რა მოხდებოდა... ვუთხარი, რომ ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ესპანეთში ვბრუნდები, იმიტომ რომ ის, რაც მოხდა, არასერიოზულია.“ - უთხრა ესპანელმა Marca-ს.