როგორ დასრულდა ევრო 2020-ს მერვედფინალში დაწყვილებული გუნდების უკანასკნელი შეხვედრები?
როგორც იცით, ხვალ, 26 ივნისს, ევრო 2020-ზე მერვედფინალური ეტაპი იწყება.
გადავხედოთ, როგორ დასრულდა მერვედფინალში დაწყვილებული გუნდების უკანასკნელი დაპირისპირება.
უელსი - დანია (26.06) - უკანასკნელი მატჩი: 2018 წლის ნოემბერში, ერთა ლიგაზე დანიამ სტუმრად 2:1 იმარჯვა
იტალია - ავსტრია (26.06) - უკანასკნელი მატჩი: 2008 წლის აგვისტოში, ამხანაგური მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.
ნიდერლანდები - ჩეხეთი (27.06) - უკანასკნელი მატჩი: 2015 წლის ოქტომბერში, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევში ჩეხეთმა 3:2 იმარჯვა.
ბელგია - პორტუგალია (27.06) - უკანასკნელი მატჩი: 2018 წლის ივნისში, ამხანაგური მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა.
ხორვატია - ესპანეთი (28.06) - უკანასკნელი მატჩი: 2018 წლის ნოემბერში, ერთა ლიგაზე ხორვატიამ 3:2 მოიგო.
საფრანგეთი - შვეიცარია (28.06) - უკანასკნელი მატჩი: 2016 წლის ივნისში, ევროპის ჩემპიონატზე ფრე, 0:0 დაფიქსირდა.
ინგლისი - გერმანია (29.06) - უკანასკნელი მატჩი: 2017 წლის ნოემბერი, ამხანაგური მატჩი, ფრე 0:0
შვედეთი - უკრაინა (29.06) - უკანასკნელი მატჩი: 2012 წლის ივნისი, ევროპის ჩემპიონატზე უკრაინამ 2:1 მოიგო.