როგორ დასრულდა ევრო 2020-ს მესამეადგილოსნების ცხრილი?
ევრო 2020-ზე ისტორიაში მეორედ ხდება, რომ ჯგუფიდან გასვლა მესამე ადგილითაც შეიძლება.
გამომდინარე იქიდან, რომ ევროპის პირველობაზე 6 ჯგუფია, შემდეგ ეტაპზე გასვლა ოთხ მესამეადგილოსანსაც შეუძლია. მათთვის ცალკე ცხრილი იყო გამოყოფილი, რომლითაც ვლინდებოდა საუკეთესო მესამეადგილოსნები.
ამრიგად, მესამე ადგილზე შემდეგი გუნდები გავიდნენ:
1. პორტუგალია - 4 ქულა (ბურთების სხვაობა +1, გატანილი: 7, გაშვებული:6)
2. ჩეხეთი - 4 ქულა (ბურთების სხვაობა +1, გატანილი: 3, გაშვებული: 2)
3. შვეიცარია - 4 ქულა (ბურთების სხვაობა -1, გატანილი: 4, გაშვებული: 5)
4. უკრაინა - 3 ქულა (ბურთების სხვაობა -1, გატანილი: 4, გაშვებული: 5)
5. ფინეთი - 3 ქულა (ბურთების სხვაობა -2, გატანილი: 1, გაშვებული: 3)
6. სლოვაკეთი - 3 ქულა (ბურთების სხვაობა -5, გატანილი: 2, გაშვებული: 7).
გამომდინარე იქიდან, რომ ფინეთსა და სლოვაკეთს ყველაზე ცუდი ბურთების სხვაობა აღმოაჩნდათ, ისინი გახდნენ ის 2 გუნდი, რომლებიც მესამე ადგილზე გავიდნენ, მაგრამ ჯგუფიდან გასვლა ვერ შეძლეს.