როგორ გამოიყურება ევრო 2020-ის C ჯგუფი საბოლოოდ?
2020 წლის ევროპის ჩემპიონატის C ჯგუფი ოფიციალურად დასრულდა და ცნობილი გახდა ის გუნდები, რომლებმაც ფლეი ოფის საგზური მოიპოვეს.
ასე და ამგვარად, დასკვნით ტურში ჰოლანდიამ ჩრდილოეთ მაკედონია 3:0 გაანადგურა, ხოლო ავსტრიამ უკრაინას მინიმალური ანგარიშით მოუგო - 1:0.
შედეგად, ჯგუფში პირველი ადგილი 9 ქულით ნიდერლანდებმა დაიკავა, 6 ქულით მეორე პოზიციაზე ავსტრია გავიდა - ეს გუნდები 1/8 ფინალში იასპარეზებენ.
მესამე ადგილი უკრაინას ერგო, რომელმაც 3 ქულა დააგროვა (4:5 ბურთების შეგარდება) და ჯერჯერობით, ფლეი ოფში თამაშის შანსს ინარჩუნებს - საუკეთესო მესამეადგილოსანთა სიაში უკრაინელები მე-4 პოზიციაზე არიან (1/8 ფინალის საგზურს 4 საუკეთესო მესამეადგილოსანი მოიპოვებს).
რა გასაკვირია, ბოლო ადგილი 0 ქულით ჩრდილოეთ მაკედონიამ დაიკავა, ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტმა გუნდმა, რომელმაც ერთა ლიგის ფინალში საქართველოს ნაკრები 1:0 დაამარცხა და ევრო 2020-ის საგზური მოიპოვა.