როგორ წარმოგიდგენიათ ლობჟანიძე და ბალოტელი ერთ გუნდში? - თურქეთის სუპერლიგის სიმბოლური 11-ეული
"ჰატაისპორის" შემტევი, საბა ლობჟანიძე სუპერლიგის საწყისი რვა ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. აღნიშნული 11-ეული შეადგინა Bein Sports-მა, რომელმაც ქართველთან ერთად, მარიო ბალოტელიც შეიყვანა.
ანტაკიური გუნდის ვინგერმა თურქეთის სუპერლიგაში ჩატარებულ შვიდ შეხვედრაში გაიტანა სამი გოლი და გააკეთა ოთხი საგოლე გადაცემა. სამხრეთელთა მე-11 ნომერი ასისტების მხრივ სუპერლიგაში საუკეთესოა.
გოლს+საგოლე პასის სისტემით კი 26-წლის გარემარბზე წინ არის მხოლოდ ერთი ფეხბურთელი, "ტრაბზონსპორის" ცენტრალური ნახევარმცველი, ანასტასიოს ბაკასეტასი.
რაც შეეხება ბალოტელის, ის თამაშობს "ადანა დემირსპორში", რომელშიც მან მოასწრო ოთხი გოლის გატანა და ორი ასისტის განხორციელება. სიმბოლური 11-ეული სრულად გამოიყურება ასე:
"სექტემბრის მატჩები უნდა დავივიწყოთ" - ლობჟანიძე საბერძნეთთან შეხვედრის წინ