ავტორიზაცია

"სექტემბრის მატჩები უნდა დავივიწყოთ" - ლობჟანიძე საბერძნეთთან შეხვედრის წინ

"სექტემბრის მატჩები უნდა დავივიწყოთ" - ლობჟანიძე საბერძნეთთან შეხვედრის წინ
თარიღი 05 Oct 2021, 00:35

საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩებისთვის ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზე ვარჯიში დაიწყო.

პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გვერდთან კომენტარი ჰატაისპორის ნახევარმცველმა საბა ლობჟანიძემ გააკეთა.

"ტრავმა აღარ მაწუხებს და 100 პროცენტით მზად ვარ ეროვნულ ნაკრებს დავეხმარო. დღეს პირველი ვარჯიში გავმართეთ, ძალიან კარგი განწყობით ვემზადებით უახლოესი მატჩებისთვის. ვფიქრობ, რომ სექტემბრის თამაშები უნდა დავივიწყოთ და სრულად მომავალ შეხვედრებზე ვკონცენტრირდეთ.

საბერძნეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ ნაჩვენები დადებითი შედეგი თავდაჯერების დაბრუნებაში დაგვეხმარება. ამასთან ერთად ძალიან გვსურს, გავიმარჯვოთ და გულშემატკივარი კვლავ გავახაროთ," - თქვა 26 წლის ნახევარმცველმა.

საქართველოს ნაკრებისა და საბერძნეთის მატჩი ბათუმში 9 ოქტომბერს გაიმართება.