რომელი ევროპული კლუბები ათამაშებენ ყველაზე მეტად 21-წლამდელთა ფეხბურთელებს? CIES-ის მორიგი კვლევა
სპორტული გამოკვლევების საერთაშორისო ცენტრმა, CIES-მა, დაასახელა ტოპ-ლიგების კლუბები, რომლებიც ახალგაზრდებს ყველაზე მეტად ენდობიან.
გამოცემამ ევროპის ტოპ-5 ჩემპიონატის მონაცემები შეისწავლა და დასკვნა სწორედ ამის საფუძველზე გააკეთა.
საერტო რეიტინგში ლიდერი დორტმუნდის „ბორუსია“ ლიდერობს, რომელშიც საერთო სათამაშო დროის 28.5% 21 წელზე ქვემოთ ფეხბურთელებს ეძლევა.
მეორე ადგილს „ნიცა“ დასჯერდა - 24.3%, მესამეს კი - „მონაკო“ (24.1%).
ინგლისური გუნდებიდან ლიდერობს „ვულვერჰემპტონი“ – 16.2%, ესპანურებიდან კი - „ბარსელონა“ (15%).
იტალიაში, რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ლიდერი „ვერონაა“ – 11.7%
"ჰოლანდთან დაკავშირებით, კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია", - ბორუსიას სპორტული დირექტორი