ავტორიზაცია

რონალდინიო: "ბერლუსკონი და გალიანი ჩემს გულში არიან, მათ გუნდს სერია ა-ში ველოდები"

რონალდინიო: "ბერლუსკონი და გალიანი ჩემს გულში არიან, მათ გუნდს სერია ა-ში ველოდები"
თარიღი 26 ივლ 2021, 21:11

"ბარსელონასა" და "მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა, რონალდინიომ განაცხადა, რომ "როსონერისა" და "მონცას" შედეგებს თვალყურს ადევნებს.

"ყოველთვის ვადევნებ თვალს "მილანს", მათ ყველაფერი კარგად აქვთ. იმედი მაქვს, გუნდი პროგრესირებას გააგრძელებს".

"საინტერესოა "მონცა". ბერლუსკონი და გალიანი ჩემს გულში არიან. "მონცას" სერია ა-ში ველოდები", - ციტირებს ბრაზილიელის სიტყვებს Tuttomercatoweb.

იტალიის ჩემპიონატი სტარტს 21 აგვისტოს აიღებს. "მილანი" 23 აგვისტოს "სამპდორიას" დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რონალდინიო "როსონერის" ღირსებას 2008 წლიდან 2011 წლამდე იცავდა.