რონალდინიო: "მესის გამო ძალიან გახარებული ვარ, ეს არის ერთადერთი, რაც მას აკლდა"
„ბარსელონას“ და ბრაზილიის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა, რონალდინიომ, ლეო მესის მიერ კოპა ამერიკის მოგებაზე ისაუბრა.
ლეო მესის არგენტინამ ფინალში ბრაზილია 1:0 დაამარცხა.
„ძალიან გულდაწყვეტილი ვიყავი ბრაზილიის წაგების გამო, მაგრამ ლეოს გამო - ძალიან გახარებული ვარ. ეს არის ერთადერთი, რაც მას აკლდა.
ბედნიერი ვარ, როცა ჩემს მეგობრებს გახარებულებს ვხედავ.
ლეოს ყოველდღე ნამდვილად არ ვესაუბრები, მას მარტივი ცხოვრება ნამდვილად არ აქვს, მაგრამ როცა შანსი გვეძლევა, სულ კონტაქტზე ვართ. ერთმანეთს დიდ პატივს ვცემთ.“ - აღნიშნა 2005 წლის ოქროს ბურთის გამარჯვებულმა.