რონალდინიოს შვილი კარიერას ინგლისის ჩემპიონატში გააგრძელებს
ბრაზილიელმა გარემარბმა ჟოაო მენდესმა ახალი კლუბი იპოვა.
ლეგენდარული რონალდინიოს შვილმა ინგლისურ "ბარნლისთან" კონტრაქტი გააფორმა.
19 წლის ფეხბურთელი "ბარნლიმ" თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
მანამდე მენდესი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა, კარიერა კი სამშობლოში "კრუზეიროს" აკადემიაში დაიწყო.