რონალდუს იუვედან წასვლა სურს და დღევანდელ მატჩს თადარიგში საკუთარი მოთხოვნით იწყებს
იტალიის ჩემპიონატის 2021/22 წლების სეზონის გათამაშების პირველ ტურში "იუვენტუსი" "უდინეზეს" დაუპირისპირდება.
ტურინელთა სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ შეხვედრას თადარიგიდან დაიწყებს.
როგორც გავლენიანი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო იტყობინება, ეს თავად პორტუგალიელმა მოითხოვა. ფორვარდს ამ ზაფხულსვე სურს სხვა კლუბში გადასვლა.
მიუხედავად ამისა, "ბებერ ქალბატონს" 36 წლის თავდამსხმელის ტრანსფერზე ოფიციალური შეთავაზება ჯერ არ მიუღია.
აქამდე, "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ რონალდუმ გუნდში დარჩენის სურვილის შესახებ აცნობა.
"იუვეს" სასტარტო შემადგენლობა დღევანდელი მატჩისთვის, რომელიც სტარტს თბილისის დროით 20:30 საათზე აიღებს:
შესნი, დანილო, დე ლიგტი, ბონუჩი, ალექს სანდრო, რემსი, ბენტანკური, ბერნარდესკი, კუადრადო, დიბალა მორატა.