ავტორიზაცია

რუბინი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას მოხვედრას გამოეხმაურა

რუბინი ოქროს ბურთის პრეტენდენტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას მოხვედრას გამოეხმაურა
თარიღი 07 სექ 2023, 12:27
ყაზანის "რუბინის" პრესსამსახური "ოქროს ბურთის" პრეტენდენტთა შორის ხვიჩა კვარაცხელიას მოხვედრას გამოეხმაურა.

„ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ინდივიდუალური ჯილდოს ოცდაათ ნომინანტს შორის მოხვდა. გილოცავთ, კვარა! - ნათქვამია კლუბის პრესსამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დაჯილდოების ცერემონია 30 ოქტომბერს გაიმართება.

გასულ სეზონში ხვიჩამ სერია A-ში 34 მატჩი ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.