რუბინმა შეკრებაზე ზენიტის აღზრდილი ქართველი მცველიც წაიყვანა
ყაზანის რუბინის შუასასეზონო თურქულ შეკრებაზე ზენიტის აღზრდილი ქართული წარმომავლობის მცველი წაიყვანა.
ამის შესახებ ყაზანელთა ოფიციალური ვებგვერდი წერს და იუწყებიან, რომ იანვარ-თებერვალში ბელეკში რუბინთან ერთად 20 წლის მარჯვენა მცველი ილია ვახანიაც იქნება.
სიაშია 20 წლის ქართველი ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელიაც, რომლის სატრანსფერო საგაზე მითქმა-მოთქმა არ წყდება.
ყაზანის რუბინი ანტალიაში შუასასეზონო 3 შეკრებას გაივლის.