ავტორიზაცია

რუნიმ ნახევრადშიშველ გოგონებთან ერთად გადაღებული სურათების გამო ბოდიში მოიხადა

რუნიმ ნახევრადშიშველ გოგონებთან ერთად გადაღებული სურათების გამო ბოდიში მოიხადა
თარიღი 29 Jul 2021, 09:31

„დერბის“ მთავარმა მწვრთნელმა უეინ რუნიმ, ნახევრადშიშველ გოგონებთან ერთად გადაღებული სურათების გამო მოიბოდიშა.

„შეცდომა დავუშვი. ჩემს ორ მეგობართან ერთად, პირადი წვეულების სტუმარი ვიყავი. მინდა, ოჯახის და კლუბის წინაშე ბოდიში მოვიხადო იმ სურათების გამო, რომელიც სოციალურ ქსელებში ვრცელდება.“ - ციტირებს რუნის სიტყვებს Sky Sports.

სოციალურ ქსელში გავრცელდა რამდენიმე სურათი, რომლებზეც ინგლისელს სასტუმროს ნომერში სკამზე სძინავს, ნახევრადშიშველი გოგონები კი მასთანე რთად სურათებს იღებენ.

როგორც ცნობილი გახდა, რუნი თავის მეგობრებთან ერთად ამ წვეულებაზე „სოლფორდ სიტისთან“ ამხანაგურ მატჩში წაგების შემდეგ წავიდა.