ავტორიზაცია

რუსეთის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

რუსეთის ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს
თარიღი 20 სექ 2022, 18:29

რუსეთის საფეხბურთო ნაკრები 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს.

უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტის ანდრეი პაველკოს თქმით გადაწყვეტილება მიღებულია და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი რუსეთის გარეშე ჩაივლის.

"რუსებს არაფერი აქვთ, რისთვისაც მომზადება შეეძლებათ. როგორც ვითხოვდით, რუსეთი 9 ოქტომბერს ფრანკფურტში არ იქნება და 2024 წლამდე ყველა დიდ ტურნირს გამოტოვებს. ",- თქვა პაველკომ.

შეგახსენებთ, რომ 9 ოქტომბერს ფრანკფურტში ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის წილისყრა გაიმართება.