საბა კვერკველია გატანილი ავტოგოლების რაოდენობით რუსეთის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა

ვოლგოგრადის "როტორის" 29 წლის ქართველი მცველი, საბა კვერკველია, რომლის კონტრაქტიც მოსკოვის "ლოკომოტივს" ეკუთვნის, საკუთარ კარში გატანილი გოლების რაოდენობით რუსეთის პრემიერ ლიგის რეკორდსმენი გახდა.
რუსეთის ჩემპიონატის 27-ე ტურის ეგიდით, სანქტ-პეტერბურგის "ზენიტთან" 0:6 წაგებულ მატჩში კვერკველიამ მე-5 ავტოგოლი შეაგდო და ამ მაჩვენებლთ დენის კოლოდინს გადაასწრო, რომლის ანგარიშზეც 244 შეხვედრაში გატანილი 4 ავტოგოლია. რაც შეეხება საქართველოს ნაკრების მცველს, მის აქტივში რუსეთის პრემიერ ლიგაში ჩატარებული 184 მატჩია.
აღსანიშნავია, რომ 3 ავტოგოლი ერთდროულად ოთხი მცველის ანგარიშზეა, მათ შორის არის კიდევ ერთი ქართველი მცველი, ალექსანდრ ამისულაშვილიც. გთავაზობთ ამ უკანახაზელების სახელებსა და გვარებს:
"როსტოვსა" და "სპარტაკ 2"-ში თამაშით ცნობილი ვიტალი დიაკოვი, გროზნოს "ახმატის" ექს-კაპიტანი, რიზვან უციევი, ნალჩიკის "სპარტაკის" ყოფილი მცველი, ალექსანდრ ამისულაშვილი და მოსკოვის "სპარტაკის" 21 წლის უკანახაზელი, პაველ მასლოვი.