საბა საზონოვი გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ითამაშებს?

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "დინამოს" მცველი საბა საზონოვი გერმანულ "ჰამბურგს" დაუკავშირეს.
ამის შესახებ ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი იტყობინება.
21 წლის ცენტრალური მცველი ამჟამად საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშია და მოახლოებული ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.
"ჰამბურგი" 2018 წლიდან მეორე ბუნდესლიგაშია. გუნდს გასულ სეზონში პირველ ბუნდესლიგაში დაბრუნება შეეძლო, თუმცა ფლეი-ოფში "შტუდგარდის წინააღმდეგ დამარცხდა.
საზონოვმა რუსეთის პრემიერ ლიგის გასულ სეზონში 24 მატჩში 1 გოლი გაიტანა.