ავტორიზაცია

"საბერძნეთი ყველაზე მეტად ამ ორ მოთამაშეს უნდა უფრთხოდეს", - ფალავანდიშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ

"საბერძნეთი ყველაზე მეტად ამ ორ მოთამაშეს უნდა უფრთხოდეს", - ფალავანდიშვილი საქართველოს ნაკრების შესახებ
თარიღი 31 Mar 2021, 12:39

"ლამიას" საყრდენმა ნახევარმცველმა, გუგა ფალავანდიშვილმა საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების შეხვედრის შესახებ ისაუბრა:

"ესპანეთისა და შვედეთის ნაკრებებთან გამართულმა შეხვედრებმა აჩვენა, რომ საქართველოს პრობლემების შექმნა ნებისმიერი მეტოქისთვის შეუძლია.

ჯვაროსნების მხრიდან გამოვარჩევდი კვარაცხელიასა და კიტეიშვილს, საბერძნეთის მხრიდან კი ფორტუნისის დასახელება მინდა.

მასპინძლები არიან ფავორიტები, თუმცა იოლი გასეირნება მათ ნამდვილად არ ელით", - განაცხადა ქართველმა ჩამშლელმა.

ასევე იხილეთ:

VIDEO: ბერძნებსაც ჰყავთ თავისი კვარაცხელია - გავიცნოთ ხვიჩას მთავარი მეტოქე დღევანდელ მატჩში