ავტორიზაცია

საბერძნეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

საბერძნეთთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია
თარიღი 26 მარ 2024, 11:47
დღეს 26 მარტს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან შეხვედრას გამართავს.

ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ მატჩში ვილი სანიოლის გუნდი "დინამო არენზე" საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.


მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს ნაკრების სამატჩო განაცხადი ცნობილია.

მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი, გიორგი ლორია, ლუკა გუგეშაშვილი

მცველები: ოთარ კაკაბაძე, ლაშა დვალი, გურამ კაშია, სოლომონ კვერკველია, გიორგი გოჩოლეიშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, გიორგი გველესიანი

ნახევარმცველები: გიორგი ქოჩორაშვილი, ზურიკო დავითაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი, სანდრო ალთუნაშვილი, ლევან შენგელია, ჯაბა კანკავა, გიორგი წიტაიშვილი

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი ქვილოთაია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი მიქაუტაძე

ვილი სანიოლმა ნაკრებში 26 ფეხბურთელს უხმო, საიდანაც სამატჩო განაცხადში 23 მოთამაშე მოხვდა.

ამრიგად, განაცხადს მიღმა სანიოლის გადაწყვეტილებით: საბა საზონოვი, ვლადიმერ მამუჩაშვილი და ანზორ მექვაბიშვილი დარჩნენ.