ავტორიზაცია

სად წავა ფლორიან ვირცი? - გერმანელის ოჯახი სამ კლუბთანაა კონტაქტში

სად წავა ფლორიან ვირცი? - გერმანელის ოჯახი სამ კლუბთანაა კონტაქტში
თარიღი 12 ივნ 2024, 10:51
ევროპის წამყვანი კლუბები აგრძელებენ რბოლას მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთი მთავარი ამომავალი ვარსკვლავისთვის ფლორიან ვირცის ტრანსფერისთვის. 

გერმანელი ნახევარმცველი მომავალ სეზონს "ლევერკუზენის ბაიერში" გაატარებს, მაგრამ მომავალ ზაფხულს, სავარაუდოდ, კლუბს დატოვებს. 

SportBild-ის ცნობით, ვირცის ოჯახი ამჟამად სამ კლუბთან - მიუნხენის "ბაიერნთან", მადრიდის "რეალთან" და მანჩესტერ "სიტისთან" არის კონტაქტში. 

21 წლის ფეხბურთელის მთავარ პრეტენდენტად ამ ეტაპზე მადრიდის "რეალი" ითვლება. 

"ფარმაცევტები" ფლორიან ვირცის გაყიდვით დაახლოებით 150 მილიონი ევროს გამომუშავებას გეგმავენ. 

გერმანელი შემტევი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერთან" 2027 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.