საინტერესო ფაქტი: ევრო 2020-ს "სიკვდილის ჯგუფის" ყველა გუნდი გამოეთიშა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში ინგლისის ნაკრებმა გერმანია (2:0) დაამარცხა.
ასე და ამგვარად, "ბუნდესთიმი" F ჯგუფის ბოლო წარმომადგენელი გახდა, რომელიც ტურნირს დაემშვიდობა.
აღსანიშნავია, რომ ევრო 2020-ს საფრანგეთი და პორტუგალიაც მერვედფინალიდან გამოეთიშნენ, ხოლო უნგრეთი ჯგუფში ჩარჩა.
საინტერესო და გამოსარჩევი ფაქტი - F ჯგუფიდან, რომელიც "სიკვდილის ჯგუფად" მოიხსენიებდნენ, 1/4 ფინალში ერთი გუნდიც კი ვერ გავიდა.
მოგეხსენებათ, ინგლისის ნაკრები მეოთხედფინალში შვედეთი - უკრაინის წყვილის გამარჯვებულს შეხვდება.
ვის დაუპირისპირდება ინგლისის ნაკრები ევრო 2020-ის 1/4 ფინალში?