სამედიცინო შემოწმება გავლილია - რობერტო ფირმინო ალ აჰლის ფეხბურთელია
რობერტო ფირმინო კარიერის ახალ ეტაპს იწყებს.
„ლივერპულის" ბრაზილიელი თავდამსხმელი, რომელმაც გუნდი სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა, კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ კი „ალ აჰლიში" გააგრძელებს.
ფეხბურთელმა ახალი გუნდისთვის სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კონტრაქტსაც ოფიციალურად მოაწერა ხელი, ის საუდის არაბეთში 2026 წლამდე დარჩება.
„ალ აჰლიში" ფირმინოს გარდა უახლოეს პერიოდში „ჩელსის" მეკარეს, ედუარდ მენდისაც ელოდებიან.