ავტორიზაცია

სან ლორენსოს მთავარი მწვრთნელი: "მესის მიმართ სტვენა მსოფლიო ფეხბურთის დაცემის ნიშანია"

სან ლორენსოს მთავარი მწვრთნელი: "მესის მიმართ სტვენა მსოფლიო ფეხბურთის დაცემის ნიშანია"
თარიღი 20 Mar 2022, 11:39

არგენტინული "სან ლორენსოს" მთავარმა მწვრთნელმა, პედრო ტროლიომ გააკრიტიკა ის გულშემატკივრები, რომლებმაც ლიონელ მესის უსტვინეს.

"პსჟ"-ს თავდამსხმელი ასეთ სიტუაციაში ლიგა 1-ის 28-ე ტურის ეგიდით "ბორდოსთან" (3:0) გამართულ შეხვედრაში აღმოჩნდა.

"მესის მიმართ სტვენა მსოფლიო ფეხბურთის დაცემის ნიშანია. მესმის, რომ ვიღაც მესის თამაშის სანახავად ჩადის და შეიძლება გაბრაზდეს, როცა ლიონელი საკუთარ თავს არ ჰყავს, მაგრამ არასოდეს უნდა დაუსტვინო, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გუნდი ტურნირს ეთიშება".

"ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის მიმართ სტვენა იმის გამო, რომ მისი გუნდი გავარდა, ეს რაღაც წარმოუდგენელია. ისეთი კარიერა აქვს, რომელიც გაშინებს. ვფიქრობ, უადგილოა, უსტვინო ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს. უბრალოდ ვერ ვიჯერებ", - ციტირებს ტროლიოს სიტყვებს Mundo Deportivo.