ავტორიზაცია

სანტუში: "პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ორი ტურნირი უკვე მოვიგე და მესამეზე ვოცნებობ"

სანტუში: "პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ორი ტურნირი უკვე მოვიგე და მესამეზე ვოცნებობ"
თარიღი 30 Mar 2022, 14:56

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფლეი ოფის ფინალში ჩრდილოეთ მაკედონიასთან (2:0) მოგებული მატჩის შედეგი შეაფასა.

"ორი ტურნირი უკვე მოვიგე (ევროპის ჩემპიონატი 2016 წელს და ერთა ლიგა 2019 წელს) და კიდევ ერთის მოგებაზე ვოცნებობ".

"მადლობელი ვარ საქმისადმი ფეხბურთელების საოცარი დამოკიდებულებისთვის. პირველი 10 წუთი თამაში ვერ დავალაგეთ, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ ჩრდილოეთ მაკედონიამ იცოდა, როგორ უნდა ეთამაშა".

"ჩვენს თამაშში ურთიერთდახმარების სულისკვეთება შეიმჩნეოდა, გულშემატკივრების მხრიდან უდიდეს მხარდაჭერას ვგრძნობდით. დამსახურებული და სამართლიანი გამარჯვება მოვიპოვეთ. არ მახსოვს, ჰქონდა თუ არა მეტოქეს რაიმე სახიფათო მომენტი. ჩვენ კი მომენტები შევქმენით და გავიტანეთ".

"საბედნიეროდ, 11 მილიონი პორტუგალიელი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის თამაშის ხილვას შეძლებს", - ციტირებს სანტუშის სიტყვებს Record-ი.