საქართველოს თასი: თბილისის დინამო 2-მა ქუთაისის ტორპედო გაანადგურა
საქართველოს დავით ყიფიანის თასის 1/8 ფინალური ეტაპზე თბილისის "დინამო" 2 ქუთაისის "ტორპედოს" დაუპირისპირდა და 4:0 გაანადგურა.
შეხვედრაში ანგარიში მე-5 წუთზე ჯადული იობაშვილმა გახსნა - ახალგაზრდა ფორვარდმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. პირველი ტაიმის მიწურულს ლუკა ფრიდონიშვილმა სხვაობა ორბურთიანი გახადა.
"დინამო" 2-მა მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყო. 49-ე წუთზე ნიკოლოზ ჩიქოვანმა ანგარიში გამანადგურებელი გახადა (3:0). შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 63-ე წუთზე თეიმურაზ ოდიკაძემ დააფიქსირა.
აღსანიშნავია, რომ იმერულმა კლუბმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშა.
გუნდების სასტარტო შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა:
თბილისის დინამო 2:
მათე საური
საბა ახალკაცი C
ჯადული იობაშვილი
ლუკა ბუბუტეიშვილი
თენგო გობეშია
ცოტნე ბერელიძე
შოთა კვერენჩხილაძე
ავთანდილ მაშავა
ლუკა ფრიდონიშვილი
ნიკოლოზ ჩიქოვანი
გელა სადღობელაშვილი
ქუთაისის ტორპედო:
ოთო გოშაძე
ტიმ ოლოკო-ობი
ცოტნე ნადარაია
მერაბ გიგაური C
გიული მანჯგალაძე
ჯუბა დვალიშვილი
ირაკლი ბიძინაშვილი
გიორგი მჭედლიშვილი
ცოტნე ფაცაცია
ალეკო ბასილაძე
ლუკა რეხვიაშვილი