საუდის არაბეთის ფეხბურთის ასოციაცია კრიშტიანუ რონალდუს არ დასჯის
საუდის არაბეთის ფეხბურთის ასოციაციის დისციპლინურმა კომიტეტმა "ალ-ნასრის" თავდამსხმელის კრიშტიანუ რონალდუს შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც ორგანიზაციის ოფიციალური ვებ-გვერდი იტყობინება, 38 წლის თავდამსხმელი "ალ-ჰილალთან" მატჩის შემდეგ (0:2) გულშემატკივრების მიმართ გამოვლენილი უხამსი ჟესტისთვის არ დაისჯება.

შეგახსენებთ, რომ რონალდუმ სტადიონის ტრიბუნებიდან ლიონელ მესის სახელის სკანდირების საპასუხოდ უხამსი ჟესტი გამოიყენა.
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში კრიშტიანუმ 11 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 11 გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.